Saturday, March 1, 2014

ტრენინგის  მეცხრე დღე

მუშაობა  დასასრულს  მიუახლოვდა. ბევრი  სიახლე  და  გამოცდილება  მივიღე  ამ  კურსის  გავლით. ამ  ტრენინგის  დახმარებით  უკეთ  შევძლებ  მოვამზადო  და ეფექტურად  წარვადგინო  პრეზენტცია.გავაკეთეთ  ჩვენი  პროექტების  პრეზენტაცია.
ვნახეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები  და  შევაჯამეთ.მივეცით  რჩევები.  მადლობა...

ტრენინგის   მერვე დღე

  საინტერესო  და დატვირთული  დღე  იყო.გავიარეთ მეშვიდე,  მერვე  მოდული.
განვიხილეთ  როგორ  შევქმნათ  სასწავლო  გარემო  პროექტში. ვიმსჯელეთ,  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  ჩვენი  პროდუქტიულობის  გაზრდისთვის  და  კითხვების  დასმის  სხვადასხვა  ტექნიკა,  მოსწავლეთა  ჩართულობისა  და მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  წახალისებისთვის.გავიგეთ  როგორ  შევქმნათ  ფასილიტაციის  რესურსები.ვისწავლეთ  პორთველიოს  შექმნა  და  როგორ  უნდა  მოვა  მზადოთ,   ჩვენს  მიერ  შქმნილი  მასალები  პრეზენტაციისათვის.



ტრენინგის   მეშვიდე  დღე


გავიარეთ  მეშვიდე  დღე,  ძალზე  საინტერესო  იყო.  გავაანალიზეთ,სწავლის  პროცესი  რამდენად  რთული  და  მნიშვნელოვანია.გამოვყავით  წინააღმდეგობის  გზები   და მივხვდი,  რომ  სწავლის  პროცესში აუცილებელი  და  მნიშვნელოვანია  პროექტებით  სწავლება.  გავეცანი  მეხუთე,  მეექვსე  მოდელს.გაიარეთ  შეფასების     რუბრიკები.პროექტზე  მუშაობისას  ყველაზე  მნიშვნელოვანი  და  საინტეროსოა  თვით შეფასების რუბრიკა. გამოვყავი  შეფასების  აქტივობები, რომლებიც  დამეხმარება  ჩემი  პროექტის  წარმატებით  განხორციელებაში.